Thumbnail

'ახლა, ამას ვერ გავაკეთებ' - რუსმა დიდოსტატმა უკრაინაში შეჭრა დაგმო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ცნობილი რუსი მოჭადრაკე ალეკსანდრ გრიშჩუკი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს გამოეხმაურა და მისი ქვეყანა დაადანაშაულა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა. 

ალეკსანდრ გრიშჩუკი: “ძალიან მტკივა გული იმის გამო, რაც ახლა ხდება. მე მხარს ვუჭერდი და მომავალშიც დავუჭერ რუსეთს კონფლიქტების 99%-ში, რომელშიც ის იყო ჩართული, თუმცა, ამჯერად ამას ვერ გავაკეთებ. ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, ძალიან არასწორია – როგორ მორალური, ასევე - პრაქტიკული კუთხით. რუსეთს არაერთხელ განუცდია წარუმატებლობა, თუმცა, ყოველთვის ფეხზე დგებოდა. ეს მაშინ ხდებოდა, რიდესაც ვიცოდით, რომ სიმართლე და ღმერთი ჩვენსკენ იყო... ახლა, ამ რწმენას ყოველდღიურად ვკარგავ, ყოველ მსხვერპლთან და ყოველ ბომბასთან ერთად, რომელიც სამოქალაქო ობიექტებს ეცემა. ვიმეორებ, ძალიან მტკივა და იმედი მაქვს, რომ ეს შეწყდება”.

ცნობისთვის, 38 წლის გრიშჩუკს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადა 2-ჯერ (2000, 2002) აქვს მოგებული, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი 4-ჯერ (2005, 2010, 2013, 2019) უმარჯვია. ფიდე-ს რეიტინგში მას საკმაოდ მაღალი მე-12 პოზიცია უკავია.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რამად მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს სხვადასხვა სანქციები დაადეს და ძალიან აქტიურია სპორტული საზოგადებაც. დღე არ გავა, რომ აგრესორი ქვეყანა რომელიმე სპორტულ ღონისძიებას არ ჩამოაშორონ.

კონკრეტულად ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) რუსეთს რიგით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის უფლება ჩამოართვა, რომელიც მოსკოვში 26 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იყო დაგეგმილი. ამას გარდა, FIDE-მ რუსეთში ყველა ოფიციალური საერთაშორისო ტურნირიც გააუქმა.

კომენტარები

ბოლო ამბები