Thumbnail

'არასდროს გეპატიებათ, ქათმებო' - უკრაინელი მცველის მიმართვა ძიუბას

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ვიტალი მიკოლენკომ რუსეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს მიმართა
  • რუსი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინაში ომზე დუმს

უკრაინის ნაკრებისა და ევერტონის მცველმა ვიტალი მიკოლენკომ ფეისბუქ სთორიში ზენიტისა და რუსეთის ნაკრების ექს-კაპიტან არტიომ ძიუბას მიმართა. 

"არტიომ ძიუბა, შე ბ**ო, სანამ შენ და შენი ჩასვრილი ფეხბურთელები დუმხართ, უკრაინაში მშვიდობიან ადამიანებს ხოცავენ. თქვენს **ე ქვეყანაში მთელი თქვენი და, რაც მთავარია, თქვენი შვილების ცხოვრება ჩაგკეტავენ. მე ეს გულრწფელად მახარებს. ეს ყველაფერი თქვენ არასდროს გეპატიებათ, ქათმებო!" - წერს მიკოლენკო.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რუსი ფეხბურთელებიდან ომის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ფიოდორ სმოლოვი და ალეკსანდრ სობოლევი გამოვიდნენ. არცერთ სხვა რუს ფეხბურთელს მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის ხოცვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პუტინის ომი უკრაინაში დაგმო ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლიოვმა და რბილად, მაგრამ მაინც გააკრიტიკა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დანიილ მედვედევმა. პირველი რუსი სპორტსმენი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ჯერჯერობით რუსული დროშის ქვეშ ასპარეზობას აღარ აპირებს, რუსი მოჭადრაკე, 27 წლის დიდოსტატი ვიაჩესლავ ტილიჩეევი იყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. იბომბება უკრაინის ქალაქები - განსაკუთრებით ხარკოვი და დედაქალაქი კიევი.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები