- ტაისონ ფიურიმ უკრაინელი მოკრივეები რუსეთთან ბრძოლის გამო შეაქო
- მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია
მსოფლიოს ჩემპიონმა მძიმე წონაში ტაისონ ფიურიმ დილიან უაითთან ბრძოლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"რას ვფიქრობ ძმებ კლიჩკოებსა და ოლეკსანდრ უსიკზე, რომლებიც პუტინის უკრაინაში მიმდინარე აგრესიას ებრძვიან?! ბრწყინვალეა! შესანიშნავია, რასაც ისინი აკეთებენ. პირველი ვიქნები, რომელიც ამ ბრძოლას შევუერთდები, თუ ინგლისი ან ამერიკა ამ ომში ჩაერთვება. წინა ხაზზე ვიომებ, მამაჩემსა და ჩემს ძმებთან ერთად. საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა ომში ჩავერთვებოდით.
'ცხოვრებაში ორი წესი მაქვს: გიყვარდეს შენი ქალი და დაიცვა საკუთარი ქვეყანა'
ცხოვრებაში ორი წესი მაქვს: გიყვარდეს შენი ქალი და დაიცვა საკუთარი ქვეყანა, მისთვის იბრძოლო. ამ ბიჭების (უკრაინელი მოკრივეების) მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ისინი იმას აკეთებენ, რაც მათივე ვალდებულებაა," - თქვა დაუმარცხებელმა ჩემპიონმა.
ძმები კლიჩკოებისა და ოლეკსანდრ უსიკის გარდა, რუსული არმიის წინააღმდეგ კრივის კიდევ ერთი ვარსკვლავი ვასილი ლომაჩენკოც იბრძვის.
კომენტარები