Thumbnail
  • კრეიტონი 64:62 კონექტიქუტი
  • ქართველმა მცველმა მოედანზე 22 წუთი გაატარა

რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონ ბლუჯეისმა NCAA-ში კონექტიქუტს 64:62 სძლია, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა კი კვლავაც სოლიდური სათამაშო დრო მიიღო.

რატიმ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა თამაშიდან 5-დან მხოლოდ 1 სროლა კი გამოიყენა, თუმცა, ეს ძალიან ეფექტურად გააკეთა.

it’s a rati party - ასე მონათლა ბლუჯეისმა სოციალურ ქსელში ანდრონიკაშვილის ზუსტი შეტევა. 

კრეიტონს სეზონში მე-20, ხოლო 18 საკონფერენციო მატჩში 12 მოგება მოუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 6 მარტს სანდრო მამუკელაშვილის ყოფილი კლუბის სეთონ ჰოლის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამის მერე, ანდრონიკაშვილის გუნდი უკვე ბიგ ისთის ფინალური ტურნირზე გადაერთვება. ქართველი მცველის კლუბს პირველი რაუნდის მატჩი 10 მარტს ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები