Thumbnail

8points9seconds.com-მა ინდიანა პეისერსის "მაღალი" კალათბურთელების როტაციასა და პერსპექტივებს სტატია მიუძღვნა. მას მერე, რაც გუნდმა ტრეიდით სუპერვარსკვლავი დომანტას საბონისი გაუშვა, ფარქვეშ მოთამაშე კალათბურთელთა როტაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, მათ შორის, რა თქმა უნდა, გოგა ბითაძის პოზიციაც.

მაილს ტერნერი, ინდიანას სასტარტო ცენტრი კვლავ ტრავმირებულია. სტატიაში კი განხილულია სხვების პერსპექტივები: ჯეილენ სმითის, გოგა ბითაძის, აიზია ჯეკსონის, ტერი ტეილორის... აი, რას წერს საიტი გოგაზე:

8points9seconds.com ბითაძეზე

"ინდიანას მაღლებიდან რთული დროება ყოველთვის თან სდევდა გოგა ბითაძეს, მას მერე, რაც პეისერსმა ქართველი დრაფტის პირველ წრეში აირჩია - ის მუდამ ბრძოლაშია. საპლეიოფო გუნდში, რომელიც სასტარტოში ორი ცენტრით თამაშობს, მოხვედრა რთულია, მაგრამ გოგას სხვა პრობლემებიც ჰქონდა. ჯერ იყო და ვიზის პრობლემების გამო NBA-ის საზაფხულო ლიგა გამოტოვა. 

ნეით მაკმილანის ხელში მას სტაბილური სათამაშო დრო არ მისცემია. ცენტრის პოზიციაზე დიდი "საცობი" იყო. ამ სეზონში რიკ კარლაილი მივიდა ინდიანაში და გოგას კვლავ არ ჰქონდა საკმარისი დრო თავის გამოსაჩენად. ლიმიტირებული დრო კი მას სათამაშო რითმში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ თავის მე-3 სეზონში G ლიგაში მოუწია თამაში, სადაც შედარებით ნაკლებ ტალანტებთან თავი გამოიჩინა. როცა გოგას თამაშს უყურებ, შეუძლებელია არ შეამჩნიო მისი პოტენციალი, აგრეთვე ისიც, რომ არსებობს ზედა ზღვარიც მის პოტენციალში.

ბოლო 7 თამაშში გოგამ NBA-ში საშუალოდ 17.6 წუთი ითამაშა, 6.6 ქულა, 3.0 მოხსნა და 1.1 დაფარება მიითვალა. ის სამქულიანებს 44.4%-იანი სიზუსტით ისვრის. 

შესაძლოა, ბითაძე არ ფიგურირებს ინდიანა პეისერსის გრძელვადიან გეგმებში, მაგრამ სეზონის წინ გუნდმა უკვე გაუგრძელა გოგას მე-4 წელზე კონტრაქტი. ახლა მას კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ განვითარდეს, როგორც მზარდი კალათბურთელი, რითაც მისი სატრეიდო "ფასიც" გაიზრდება, ან გახდეს ინდიანაში სათადარიგო ხუთეულის ღირებული ნაწილი. 

თუკი სეზონის ბოლომდე ბითაძეს სტაბილურად მისცემენ დროს, ის დაიჭერს სათამაშო რითმს, კლუბის ხელმძღვანელობა კი ჩამოყალიბდება, თუ რა შესაძლებლობისაა ის და რეალურად, რა ძალას წარმოადგენს გუნდისთვის". 

შეგახსენებთ, რომ ორლანდოსთან 122:112 მოგებულ მატჩში გოგას სულ 02:36 წუთი მიეცა სათამაშოდ - მან 1 მოხსნა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები