Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა 2:1 მოუგო ვოლგოგრადის როტორს და 2018 წლის შემდეგ პირველად გავიდა რუსეთის თასის 1/4 ფინალში. ხვიჩა 76-ე წუთზე გამოცვალეს, მას თავი არაფრით გამოუჩენია თუ ყვითელ ბარათს არ ჩავთვლით. მატჩის შემდეგ მედიასთან რუბინის თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ ილაპარაკა. 

ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რა მოხდება უახლოეს მომავალში, რუსულ კლუბებს მასობრივად ტოვებენ ლეგიონერები და დიდი შანსია, ფიფამ მათ ამის უფლება ყოველგვარი ჯარიმის გარეშე მისცეს, კვარაცხელია კი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედია, რომლითაც ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი.

იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩა თავისუფალი აგენტი გახდება, მას ახალი ევროპული გუნდის მოძებნა ნამდვილად არ გაუჭირდება. ჯერჯერობით, ხვიჩა, ისევე, როგორც სხვა ქართველი ლეგიონერები რუსეთში, თავის პოზიციას საჯაროდ არ აზიარებს, მან მხოლოდ სოციალურ ქსელში ომი გააპროტესტა. ფიფასა და უეფასგან მოკვეთილ რუსეთში ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების დარჩენა კი აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს მათ კარიერაზე.

- ამას წინათ, თქვით, რომ ესაუბრეთ ლეგიონერებს და შეთანხმდით, ისინი რჩებიან. ხომ არ გაუჩნდათ მათ ეჭვი ამ გადაწყვეტილების სისწორეში?

ლეონიდ სლუცკი: მე არ მითქვამს, რომ მათთან შევთანხმდით და ისინი რჩებიან. ვთქვი, რომ ლეგიონერებს ჩვენთან წასვლის შესახებ არ მოუმართავთ. ამ მომენტისთვის არაფერი შეცვლილა. 

კომენტარები

ბოლო ამბები