Thumbnail

ისევ ტრავმა - ბითაძემ დეტროიტთან ვერ ითამაშა, კონკურენტებმა თავი გამოიჩინეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გოგა ბითაძემ NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩი დეტროიტთან ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა, ინდიანამ ეს თამაში სტუმრად 106:111 დათმო. სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე ახალბედა აიზია ჯეკსონი იდგა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება. ორმაგი დუბლი შეასრულა სათადარიგო "მაღალმა" ჯეილენ სმითმაც - 12 ქულა და 11 მოხსნა. მოკლედ, სანამ გოგამ მორიგ შანსებს (საბონისი წავიდა, ტერნერი ტრავმირებულია) ხელიდან უშვებს, ჯეკსონი და სმითი კარგად თამაშობენ. 

პისტონსთან თამაშის წინ გამოაცხადეს, რომ გოგა შეძლებდა მოედანზე გასვლას, მაგრამ ბოლო წუთებზე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფეხის ტრავმის გამო, ქართველი ცენტრი ვერ ითამაშებდა. ბითაძის გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ. ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა. დიდი ალბათობით, გუნდი პლეი ოფში ვეღარ ითამაშებს. 7 მარტს პეისერსი ვიზარდსს ვაშინგტონში ესტუმრება. NBA-ის სეზონში გოგა საშუალოდ 4.7 ქულას და 2.8 მოხსნას აკეთებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები