Thumbnail

ჭიდაობა | ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი იასპარეზებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტურნირი 7 მარტს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაიწყება
  • ბერძენ-რომაელთა ნაკრებს წარმომადგენელი ყველა წონაში ეყოლება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაემგზავრა, სადაც 7 მარტიდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება. 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ მოხლოებულ ტურნირზე 10 ფალავანი წაიყვანა, ამდენად, ჩვენი გუნდი ყველა წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. 

აკაკი ოსიაშვილი (55 კგ.), ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), გიორგი შოთაძე (63 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.), დავით სოლოღაშვილი (77 კგ.), ბექა გურული (82 კგ.), ბექა მელელაშვილი (87 კგ.), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.), გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ.).

შეჯიბრების პირველ დღეს, წინასწარი ეტაპის შეხვედრები და ნახევარფინალები ხუთ წონაში (55, 63, 77, 87 და 130 კგ.) გაიმართება. ამ წონებში მედლები 8 მარტს გათამაშდება. იმავე დღეს, დილიდან ჩაებმებიან საქმეში დარჩენილ ხუთ წონაში – 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამში მოჭიდავეები და ფინალისტებს გამოავლენენ. მათ წონით კატეგორიებში საპრიზო სამეულები 9 მარტს შეივსება.

კომენტარები

ბოლო ამბები