Thumbnail

'ჩამოერთვას ყველა ჯილდო და წოდება' - უკრაინა ტიმოშჩუკის დასჯას აპირებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ანატოლი ტიმოშჩუკი ნაკრების რეკორდსმენია, თუმცა, პოზიცია არ დაუფიქსირებია
  • უკრაინელი ვეტერანი რუსულ ზენიტში დარჩა და ომზე საუბარს ერიდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია აპირებს ყველა წოდება თუ ჯილდო ჩამოართვას ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს, რომელიც ამჟამად სანკტ-პეტერბურგის ზენიტის სტრუქტურაში მუშაობას და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის დასაგმობად ხმა ერთხელაც არ აუმაღლებია.

შესაბამისი განცხადება უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა გააკეთა, რომელიც შემდეგი ნაბიჯების გადადგის ინიციატივით გამოდის:

ტიმოშჩუკს ჩამოერთვას სამწვრთნელო პრო-ლიცენზია, რომელიც უკრაინაში აქვს მიღებული, ასევე ყველა სახელმწიფო ჯილდო და საპატიო წოდება, უკრაინაში მოგებული ყველა ტიტული (ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლები, თასი, სუპერთასი) და მისი გვარი ამოღებულ იქნას ქვეყნის ნაკრებების ოფიციალური რეესტრიდან.

“ტიმოშჩუკი ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით და უკრაინის, გერმანიისა და რუსეთის ჩემპიონიც არის. მოუგია ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. 2007-09 და 2013-15 წლებში ის რუსული ზენიტის ღირსებას იცავდა, 2017 წლის შემდეგ კი იქვე მწვრთნელის რანგში მუშაობს. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია მიმდინარე მოვლენებზე და არც ზენიტის დატოვების გადაწყვეტილება მიუღია. მისი კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ბაიერნი არაერთი განცხადებით გამოვიდა და უკრაინის მხარდასაჭერად აქციებსაც ატარებს, ტიმოშჩუკი კი ჩუმადაა და რუსეთში მუშაობას აგრძელებს. ამგვარად, ის შეგნებულად აზიანებს უკრაინული ფეხბურთის იმიჯს და ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კოდექსს არღვევს, რაც უპასუხოდ ვერ დარჩება”, - ნათქვამია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის საგანგებო განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები