Thumbnail

'ოკუპანტებს აქ ღორებივით დავკლავთ' - არტემ ფედეცკი ლუცკს იცავს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • არტემ ფედეცკიმ სამშობლო არ დატოვა და მის დასაცავად იბრძვის
  • დნიპროს ექს-მცველი ქართველი ფეხბურთელების თანაგუნდელი იყო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა არტემ ფედეცკიმ, რომელიც ქალაქ ლუცკის სამხედრო დაცვაში ჩაერთო, განაცხადა, თუ როგორ შეხვდებიან რუს ოკუპანტებს მათი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში.

"სხვა ქვეყანაში წასვლის შანსი უკვე მქონდა, მაგრამ ასე ცხოვრებაში არასდროს მოვიქცევი. მშობლებმა სხვანაირად აღმზარდეს. ამ ქვეყანაში ვიქეცი იმ ადამიანად, ვინც ვარ. ამიტომაც, აქ ბოლომდე დავრჩები, ჩვენი მიწის დასაცავად მზად ვარ. თუ სროლა საჭირო იქნება, ვისვრით. თუ მოსკალები (რუსების აღმნიშვნელი დასავლეთ სლავური დამცინავი ტერმინი) აქაც მოვლენ, იგრძნობენ, რა გემო აქვს დასავლეთ უკრაინის პარტიზანულ ბრძოლას. აქ ოკუპანტებს ღორებივით დავკლავთ. ასე იქნება," - ციტირებს უკრაინელს sport.ua.

არტემ ფედეცკიმ კარიერა 2019 წელს დაასრულა. წლების მანძილზე უკრაინელი მცველი დნიპროში ჯაბა კანკავას, სანდრო კობახიძისა და უჩა ლობჟანიძის თანაგუნდელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები