Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძეს და სხვა ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
  • ჰამბურგმა გერმანიის საფეხბურთო ლიგას მატჩის გადადება მოსთხოვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

UPDATE: მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ჰამბურგში ასეთი მასშტაბური კოვიდ-განგაში ჯერ არ ყოფილა!

გერმანული ‘ბილდის’ ინფორმაციით, ოთხშაბათს საღამოს და ხუთშაბათს დილით “ჰამბურგში” ათმა ადამიანმა (მათ შორის ფეხბურთელებმა) თავი ცუდად იგრძნო - მათ კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდათ. 

დღეს დილით HSV-მ მთელ გუნდს და სტადს ტესტები ჩაუტარა, 10:30 საათზე დაგეგმილი ვარჯიში კი გააუქმა. ნაშუადღევს, გიორგი ჩაკვეტაძის კლუბმა დაადასტურა, რომ PCR-ტესტების პასუხები დადებითია. ფეხბურთელების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. მათი ვინაობა კლუბს არ დაუკონკრეტებია, თუმცა 'პოპსპორტის' მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩაკვეტაძესაც კორონავირუსი აქვს. როგორც შევიტყვეთ, გიორგი თავს კარგად გრძნობს.

კლუბში კოვიდ-აფეთქების შესახებ HSV-მ მაშინვე აცნობა გერმანიის საფეხბურთო ლიგას (DFL) და 12 მარტს აუესთან დაგეგმილი მატჩის გადადება მოითხოვა. “ასეთ სიტუაციაში თამაში არ შეგვიძლია, დღეს ვარჯიშიც გავაუქმეთ,” - ვკითხულობთ კლუბის დირექტორის, იონას ბოლდტის განცხადებაში.

აუესთან მატჩი დიდი ალბათობით გადაიდება, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომც არ გადაიდოს, ჩაკვეტაძე შაბათს ვერ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები