Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით რუბინში რჩება
  • რუსები თავიანთი ჩემპიონატის ლეგიონერების გარეშე წარმოდგენას ცდილობენ 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ჯერ კიდევ ყაზანის რუბინში რჩება, რუსულ მედიაში კი უკვე განიხილავენ, როგორი იქნება ყაზანის რუბინი მას შემდეგ, რაც ლეგიონერებისგან დაიცლება.

საინტერესოა, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსები თავიანთი პრემიერლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ტალანტად აღიარებდნენ და მის მოსალოდნელ ევროპულ, მრავალმილიონიან ტრანსფერზე აქტიურად მსჯელობდნენ, დღეს წერენ, რომ თურმე მისი წასვლით რუბინის შეტევით პოტენციალს ბევრი არაფერი მოაკლდება.

"გასაკვირია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ დრეიერის კვალდაკვალ ხვიჩაც წავა, გუნდის შეტევის ხაზი ხარისხს ძალიანაც არ დაკარგავს. მარცხნივ ქართველი დრიბლიორის ჩანაცვლება სრულებით შეუძლია მის ბიუჯეტურ ვერსიას - სოლტმურად ბაკაევს, რომელმაც, სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიაზე მეტი გაიტანა", - წერს რუსული მედია

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის 2021/22 წლების პრემიერლიგაში 17 მატჩში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. იმავე ბაკაევის სტატისტიკა 19 შეხვედრაში 2-2 გოლი და საგოლე პასია.

ხვიჩამ რუსეთს თავი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააღწიოს

ყაზანის რუბინს რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ლეონიდ სლუცკის გუნდი 14 მარტს, შინ როსტოვთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები