Thumbnail
  • გიორგი ახალაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი პირველხაზელია
  • ბეზიეს მორკინალმა Pro D2-ის გასულ ტურში დუბლი შეასრულა

პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საფრანგეთის Pro D2-ის გუნდ ბეზიეს ახალგაზრდა მორაგბე გიორგი ახალაძეს სტატია მიუძღვნა და 22 წლის მორკინალს "ქართველი ავტობუსი" უწოდა.

"მასიდან სეზონის შუაში მოსული გიორგი ახალაძე ჩვენ გაოცებას არ წყვეტს. ისე როგორც ბოლო თვეების მანძილზე, ქართველი მორაგბე ვანთან მატჩის დროსაც სოლიდურად გამოიყურებოდა. ის ტექნიკურია, ბურთს კარგად იჭერს, წონასწორობას კარგად იცავს და წინსვლა შეუძლია. წინა ტურში დადებული ორი ლელო კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი მარცხენა მორკინალი ჰყავს ბეზიეს.


როცა თამაშის შუაში მასპინძლებს გაუჭირდათ, ქართველმა გიგანტმა ისეთი ლელო დადო, ცენტრებს რომ შეეფერებათ. ფიზიკურად ძლიერმა ახალაძემ სისწრაფეც გამოავლინა და ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწებამდე 3 მცველი ჩამოიშორა. ღია სივრცეში ეფექტიანად მოქმედების გარდა, გიორგი შერკინებასა და ახლო დისტანციაზე თამაშშიც ძალიან კარგია. უნარების სრულყოფისთვის ქართველს დრო ისევ აქვს, ის მხოლოდ 22 წლისაა," - წერს გამოცემა.

გიორგი ახალაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი პირველხაზელია. მას ჯერ "ბორჯღალოსნების" მთავარ გუნდში არ უთამაშია, პირველი პროფესიონალური კონტრაქტი კი 2021 წელს გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები