Thumbnail

ბეზიემ საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ვანი 27:21 დაამარცხა. ქართველმა მორაგბემ, გიორგი ახალაძემ ვანს ორი ლელო დაუდო. მან თავი 43-ე და 56-ე წუთებზე გამოიჩინა.

ახალაძის კარგ თამაშს ფრანგული პრესა გამოეხმაურა და Midi Olympique-მა მას 'ქართული ავტობუსი' უწოდა, რომლის გაჩერებაც ვერავინ მოახერხა.

ქართველი მორაგბის კიდევ ერთი აღიარება ისაა, რომ PRO D2-ის 24-ე ტურში მისი ლელო საუკეთესოდ დასახელდა. ახალაძის ბეზიე 50 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში მონტობანის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები