Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგა | რიტასი 64:83 ლენოვო ტენერიფე
  • შერმადინმა 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპი დაძლია და 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ესპანურმა გუნდმა მე-5 ტურში ვილნიუსის რიტასი სტუმრად იოლად, 83:64 დაამარცხა.

ყველაფერი საწყის ორ პერიოდში გადაწყდა, როდესაც კანარიელებმა 26-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და დარჩენილ ორ მეოთხედს აზრი პრაქტიკულად დაუკარგეს.

ქართველი ცენტრის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 17:15 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 11 ქულით 4 მოხსნით და 1 დაფარებით დაეხმარა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ამგვარად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა. ორივე გუნდში საუკეთესო სასუ სალინი იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა.

ლენოვო ტენერიფე L ჯგუფს 5 ტურის შემდეგ 5 გამარჯვებით ლიდერობს და როგორც ვთქვით, მეოთხედფინალში თამაშის უფლება უკვე გაინაღდა, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კი 23 მარტს, ფრანგულ სტრასბურს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები