- ილია თოფურია პედი პიმბლეტს ლონდონის სასტუმროში დაუპირისპირდა
- ქართველი თანაგუნდელებმა შეაკავეს და სიტუაციას განარიდეს
- 'თოფურიამ წონის ჩაბარება ისწავლოს' - Cage Warriors-ის პრეზიდენტი
- UPDATE: ‘ილია, ჯიგარი ხარ!’ - დვალიშვილის პოსტი თოფურიას ჩხუბზე
- მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია
"ეს ხდება, როცა ჩემს ქვეყანაზე უპატივცემულოდ საუბრობ!" - ილია თოფურიამ, რომელიც ლონდონშია, UFC-ს ბრიტანელ მებრძოლ პედი პიმბლეტთან იჩხუბა.
ისინი ერთმანეთს მოულოდნელად შეხვდნენ და როგორც თოფურიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, ქართველმა სპორტსმენმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას შემდეგ, რაც პიმბლეტმა ილიას სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი ესროლა.
ცხადია, ამას წინ უძღოდა 27 წლის ინგლისელი მებრძოლის განცხადებები, რომელიც დრო და დრო, არა მარტო თოფურიას, არამედ სხვა ქართველ მებრძოლებსა და ზოგადად, საქართველოს სოციალური ქსელიდან შეურაცხყოფას აყენებდა.
"მე გაგაფრთხილე! აი, რა ხდება, როცა მე და ჩემს ქვეყანას უპატივცემულოდ გვექცევი! დამინახე და ჩემი მოკითხვა გინდოდა, რადგან შარვალში ჩაისვარე! მადლობა უნდა გადაუხადო ჩემს გუნდს, რადგან მათ რომ არ გავეწიე, თავს მოგაძრობდი. ეს არ არის ტვიტერი, ეს არის რეალური ცხოვრება!", - დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 19 მარტს ლონდონში, კიდევ ერთ ბრიტანელ მებრძოლს, ჯეი ჰერბერტს დაუპირისპირდება.
კომენტარები