Thumbnail

მე-3 მოგება ჰარუ ბაშოზე - ტოჩინოშინი დადებით ბალანსზე გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვეტერანმა ქართველმა სუმოისტმა იაპონელ კოტოკუძანს ოშიდაშით სძლია
  • ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუ იქნება

34 წლის ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირზე ისევ დადებით ბალანსზე გავიდა. ჰარუ ბაშოს მე-5 დღის თავზე მისი მაჩვენებელი 3 მოგება და 2 მარცხია.

დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე ლევან გორგაძე დღეს დასავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოკუძანს გაეჯიბრა და ოშიდაშით იმარჯვა. 

ორთაბრძოლა დაახლოებით 15 წამს გაგრძელდა და ტოჩინოშინის უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა. 28 წლის იაპონელი ქართველი სუმოისტის რამდენიმე მიძალებას კი გაუმკლავდა, თუმცა, ბოლოს ფეხი მაინც დოჰიოს მიღმა გადადგა.

მარტის სუპერტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუ იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 10:5-ს უგებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ქართველ სეკიტორს ჰარუ ბაშოზე კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება ძალიან სჭირდება, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონთან დამშვიდობება მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები