Thumbnail

ზედიზედ მესამე მოგება - ტოჩინოშინმა ჩიოტარიუს აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

იაპონიის ქალაქ ოსაკაში სუმოს წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძემ მეექვსე ბრძოლა გამართა და მეოთხედ მოიგო. ტოჩინოშინის მეტოქე ჩიოტარიუ იყო, რომელსაც ქართველმა იორიკირის ილეთით სძლია.

გორგაძის ბალანსი ჰარუ ბაშოზე 4 მოგება და 2 მარცხია. მისი მომდევნო მეტოქე ჩიომარუ იქნება, რომელსაც 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. ლევანს ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსი დაფიქსირება სჭირდება, რათა ქვედა დივიზიონში არ გავარდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები