- 2022/23 წლების ციკლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი 8-გუნდიანი ხდება
- რუსეთის საკითხი ჯერჯერობით, ღიაა
2022-23 წლების ციკლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი 8-გუნდიანი გახდება, ეს ინფორმაცია მედიაში ადრეც გავრცელდა, თუმცა რაგბი ევროპის ოფიციალურმა გვერდმა დღეს დაადასტურა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რანგით დაბალი, ტროფეიდან 2 საუკეთესო ნაკრები ამოვა, თუკი ისინი ელიტაში ასპარეზობის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. 2022 წლის პირველობიდან კი არავინ გავარდება.
დღეისათვის ტროფეიზე პოლონეთის ნაკრები ლიდერობს, მე-2 ადგილზე კი ბელგიაა. სწორედ ეს ორი ნაკრები ხვდება ტიტულისთვის გადამწყვეტ მატჩში ბრიუსელში. მესამე ადგილზე გერმანიის ნაკრებია, რომელიც შვეიცარიას ხვდება.
რაგბი ევროპას არაფერი უხსენებია რუსეთის ნაკრების შესახებ, რომელიც ამჟამად მოკვეთილია ტურნირიდან. როგორც ჩანს, მისი მომავალი მოგვიანებით გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს საქართველო ესპანეთს მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის გამარჯვებული გახდება, მსოფლიო რეიტინგში კი მე-12 საფეხურამდე ამაღლდება.
კომენტარები