Thumbnail
  • 📅 20 მარტი | 🏟 სანტიაგო ბერნაბეუ | ⌚ 23:55 | ⚽ რეალი V ბარსელონა
  • ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია
  • რეალს შეუძლია ბარსელონა ზედიზედ მეექვსედ დაამარცხოს
  • 'სამეფო კლუბს' ტრავმის გამო გუნდის ლიდერი ქარიმ ბენზემა დააკლდება  
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გულშემატკივრისა და კრიტიკოსის აზრით, მადრიდის რეალისა და ბარსელონას დაპირისპირებები ისეთი საინტერესო აღარ არის, როგორც წარსულში, "ელ კლასიკო" მაინც დიდ ინტერესს იწვევს საფეხბურთო საზოგადოებაში. ეს არის თამაში, რომელსაც შეუძლია მაყურებელი ეკრანებთან ყოველგვარი ზედმეტი ინტრიგის გარეშე მიაჯაჭვოს.

"ელ კლასიკოს" შედეგი შეიძლება აღარ იყოს გადამწყვეტი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ვინაობის გასარკვევად (რეალი გათამაშების ცხრილს 66 ქულით ლიდერობს, მეორე 56 ქულით სევილიაა, ხოლო მესამე ბარსელონაა 51 ქულით), თუმცა გულშემატკივრებით სავსე "სანტიაგო ბერნაბეუ" იმედოვნებს, რომ კლუბი 120 წლის იუბილეს ღირსეულად აღნიშნავს და ბარსელონას ზედიზედ მეექვსედ დაამარცხებს.

თავის მხრივ ცუდი სერიის შეწყვეტა და ნავსის გატეხა სურს კატალონიურ გუნდს. ჩავიმ ბოლო პერიოდში ბარსელონა კარგად აათამაშა და მოახლოებული შეხვედრის წინ საკმაოდ კარგი შანსები აქვს კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდის დამარცხების. ესპანელმა სპეციალისტმა ბარსას თავის თამაში აპოვნინა და ამაზე სტატისტიკებიც მეტყველებს. ჩავის გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება ცოტა გოლს უშვებს და ბევრი გააქვს.

ბენზემამ დაზიანება მალიორკას წინააღმდეგ მიიღო

ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. მადრიდელებმა ბოლო სტუმრად მალიორკა 3:0 დაამარცხეს და ლა ლიგის მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. მიუხედავად 3 ქულის მოპოვებისა შეხვედრა "სამეფო გუნდისთვის" უიღბლო გამოდგა. მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გუნდის ლიდერმა ქარიმ ბენზემამ დაზიანება მიიღო. ფრანგი გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ბოლო ინფორმაციით, იგი არც "ელ კლასიკოში" იქნება.

ბარსელონამ თავისი უკანასკნელი შეხვედრა ევროპალიგის მერვედფინალურ ეტაპზე გამართა, სადაც სტამბოლში გალათასარაის 2:1 მოუგო და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. წესით, გულშემატკივარმა სანახაობრივი და დაძაბული "ელ კლასიკო" უნდა იხილოს. მით უმეტეს, რომ რეალი გამარჯვების შემთხვევაში ტიტულისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს, ხოლო ბარსელონას 3 ქულა ოთხეულში ადგილის გასამყარებლად და მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ძალიან სჭირდება.       

საინტერესო ფაქტები

⚽ მადრიდის რეალმა ბარსელონას ბოლო 5 მატჩი მოუგო და ეს 1965 წლის მერე ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "ელ კლასიკოზე" "სამეფო კლუბისთვის".

⚽ მადრიდელებს კატალონიურ კლუბთან 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (5 მოგება, ერთი ფრე).

⚽ ბოლოს ბარსელონამ რეალს 2019 წელს მოუგო (1:0).

⚽ საერთო ჯამში ამ ორ გუნდს შორის 248 ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, აქედან 100 "სამეფო გუნდმა" 96 კი ბარსელონამ მოიგო (52 ფრე).

⚽ თუ ბარსელონა "ელ კლასიკოს" წააგებს, ჩავი გახდება კატალონიური გუნდის მესამე მწვრთნელი (ამ საუკუნეში) , რომელმაც თავისი პირველი ორი მატჩი დათმო მადრიდის რეალის წინააღმდეგ.

⚽ კარლო ანჩელოტიმ ბოლო 5 "ელ კლასიკოდან" (ლა ლიგაში) 3 წააგო.

⚽ "სამეფო გუნდმა" ბოლო 5 შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) ხუთივე მოიგო.

⚽ ჩავის გუნდს (ყველა ტურნირზე ერთად) 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ანჩელოტის გუნდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯერ არ წაუგია.

⚽ ბარსელონამ ბოლო 5 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე ერთად) 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

⚽ კატალონიურმა გუნდმა (ლა ლიგაში) ბოლო 9 მატჩიდან ყველა წაუგებლად ითამაშა (5 მოგება, 4 ფრე). თუ ბარსა არც რეალთან არ დამარცხდება, ჩავი გახდება "ბლაუგრანას" მეორე მწვრთნელი, რომელიც დაუმარცხებელი იქნება თავის პირველ (ლა ლიგაში) 10 გასვლით შეხვედრაში.   

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ასენსიო, იოვიჩი, ვინისიუსი.
ტრავმა: მენდი, ბენზემა.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, არაუხო, ალბა - პედრი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - დემბელე, ობამეიანგი, ფერან ტორესი.
ტრავმა: ბალდე, ფატი, რობერტო, უმტიტი, დესტი (?).

კომენტარები

ბოლო ამბები