Thumbnail

'ჭიკაძესთან უნდა იჩხუბოს' - დენ ჰუკერს გიგას უკავშირებენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დენ ჰუკერი გუშინ არნოლდ ალენთან დამარცხდა
  • ახალ ზელანდიელმა დივიზიონი შეიცვალა და გიგას წონაში გამოდის

დენ ჰუკერმა გუშინ ბუმბულისწონაში 2016 წელის შემდეგ პირველად იჩხუბა და ვერ ვიტყვით, რომ რამის ჩვენება შეძლო. უცნაურად მოძრავი ჰუკერი, ინგლისელმა არნოლდ ალენმა პირველივე რაუნდში გათიშა.

ბოლო 4 ბრძოლიდან, ჰუკერმა 3 დათმო და სამივე პირველივე რაუნდში. მაიკლ ჩენდლერთან და ისლამ მახაჩევთან რამდენიმე წამში წაგებულ ბრძოლას, არნოლდ ალენმა დგომში მიღებული ტექნიკური ნოკაუტი დაუმატა.

ახალ ზელანდიელი, 2020 წელს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური ბრძოლის მონაწილე გახლდათ, როდესაც დასტინ პორიესთან ერთად ოქტაგონზე 5-რაუნდიანი სისხლისღვრა მოაწყო. ამ ბრძოლის შემდეგ კი დაღმასვლა დაეწყო.

სპეციალისტები თვლიან, რომ თუ მას ბუმბულისწონის დივიზიონში დარჩენა სურს, მაშინ მისთვის გიგა ჭიკაძესთან ჩხუბი კარგი ტესტი იქნებოდა. ხოლო თუ მსუბუქიწონის დივიზიონს დაუბრუნდება, მაშინ არმან ცარუკიანთან ბრძოლას უწინასწარმეტყველებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები