Thumbnail

კიტეიშვილი 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ფანებმა უმღერეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შტურმი 3:1 კლაგენფურტი | ოთარ კიტეიშვილმა 13 წუთი ითამაშა
  • 25 წლის ნახევარმცველი მოედანზე 30 სექტემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ტრავმით გამოწვეული თითქმის 6-თვიანი პაუზის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა ფეხბურთი ითამაშა. გრაცის შტურმის 25 წლის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე კლაგენფურტთან შეხვედრაში დაბრუნდა.

ოთარმა 77-ე წუთზე იაკობ იანტშერი შეცვალა და მინდორზე მცირე დრო გაატარა, მაგრამ ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ეს უდავოდ აღსანიშნავი ფაქტია. მოგეხსენებათ, კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა ჯერ კიდევ გასული წლის 30 სექტემბერს, ევროპალიგაზე, პსვ ეინდჰოვენთან შეხვედრაში მიიღო.

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ შტურმის ფანებმა ქართველ ფეხბურთელს უმღერეს, რაც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ის გუნდისთვის და როგორ აფასებენ გულშემატკივრები. აქვე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ოთარ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული არ არის, რაც ლოგიკურია, რადგან ჯერ საუკეთესო ფორმისგან შორსაა.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. შტურმმა კლაგენფურტი 3:1 დაამარცხა და საჩემპიონო ჯგუფში 21 ქულით მე-2 ადგილზეა, მხოლოდ ლიდერ ზალცბურგს ჩამორჩება (12 ქულით), მომდევნო შეხვედრას კი 3 აპრილს, სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერთან ჩაატარებს.

🎶 | შტურმის გულშემატკივრებმა ოთარ კიტეიშვილს უმღერეს ❤️ ⚽️ | ქართველი შემტევი მოედანს 5-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 🎥 | IG: sturmnetz

Posted by popsport on კვირა, 20 მარტი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები