- ესპანეთთან მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრები მე-12 ადგილზე გადავიდა
- მსოფლიო რეიტინგი. TOP 20
- 6 ლელო ესპანეთთან - საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 49:15 დაამარცხა ესპანეთის ნაკრები და ტურნირი ზედიზედ მეხუთედ მოიგო (სულ მე-14-ედ). ამ მოგებით "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის რეიტინგშიც იხეირეს და მე-12 ადგილზე აინაცვლეს.
ესპანეთთან მატჩს რეიტინგის თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, წაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს მე-14 პოზიციაზე მყოფი იტალია უსწრებდა, რომელმაც 2015 წლის მერე პირველი თამაში მოიგო ექვს ერზე. საბედნიეროდ, "ბორჯღალოსნებმა" მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და ამით რეიტინგში სამოას გაუსწრეს. ლევან მაისაშვილის გუნდს 73.78 ქულა აქვს და მე-12 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი რეიტინგში მე-11 ადგილია. ნაკრებმა ამ ნიშნულს ორჯერ, 2016 და 2019 წლებში უწია.
ტოპათეულში ორი ცვლილება მოხდა, საფრანგეთმა ახალ ზელანდიას გაუსწრო მას მერე, რაც 6 ერის დიდი სლემით მოიგო. არგენტინამ კი უელსს გაასწრო, რომელიც იტალიასთან დამარცხდა.
მსოფლიო რეიტინგი. TOP 20
1. სამხრეთ აფრიკა - 90.61
2. 🔺 საფრანგეთი - 88.88
3. 🔻 ახალი ზელანდია - 88.75
4. ირლანდია - 88.22
5. ინგლისი - 84.50
6. ავსტრალია - 83.92
7. შოტლანდია - 81.80
8. 🔺 არგენტინა - 80.58
9. 🔻 უელსი - 79.28
10. იაპონია - 78.26
11. ფიჯი - 76.62
12. 🔺 საქართველო - 73.78
13. 🔻 სამოა - 73.59
14. იტალია - 72.33
15. ესპანეთი - 68.26
16. ტონგა - 67.72
17. 🔺 რუმინეთი - 66.95
18. 🔻 აშშ - 66.54
19. ურუგვაი - 66.40
20. პორტუგალია - 65.72
კომენტარები