Thumbnail

ფიფას კრიტიკა იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი წელს კატარში და თანაც, ნოემბერ-დეკემბერში უნდა გაიმართოს, არახალია, თუმცა ეს თემა ახლა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, რადგან მუნდიალის პლეი ოფის მატჩები მოახლოვდა. უდიდესი საფეხბურთო ზეიმის ზამთარში და თანაც კატარში ჩატარება ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა გააკრიტიკა.

“სასაცილოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი კატარში ჩატარდება, ქვეყანაში, სადაც, როგორც ფიფა ამბობს, ფეხბურთი უნდა განვითარდეს,” - განაცხადა ვან გაალმა პრესკონფერენციაზე, - “ფეხბურთის განვითარება უნდათ, არა? რა სისულელეა! საქმე ეხება ფულს, კომერციულ ინტერესებს. ფიფაში ამაზე ფიქრობენ და არა კატარში ფეხბურთის განვითარებაზე.”

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. ვან გაალი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს კარიერაში მესამედ წვრთნის. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 აპრილსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები