Thumbnail

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, მეგობარ ალჯამეინ სტერლინგთან სატიტულო ბრძოლის წინ ინსტაგრამზე რუს პიოტრ იანს მიმართა.

მოგეხსენებათ, აკრძალული ილეთის გამოყენების გამო რუსს "ალჯოსთან" წაგება ჩაეთვალა. მერაბმა კი მეგობართან ერთად იმ საღამოსვე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც თავად იანმა დამცინავად დააკომენტარა, შემდეგ კი ქართველს თავისი ფანები მიუქსია. მას შემდეგ, დვალიშვილმა MMA-ის რუსი ფანებისგან შეურაცხმყოფელი შეტყობინება ბევრჯერ მიიღო. თუმცა, ცხადია, პროფესიონალ სპორტსმენს გულშემატკივრების მესიჯებზე მკვეთრი რეაქცია არ ექნება.

10 აპრილს სტერლინგი და იანი ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. მერაბმა კი პიოტრს სპეციალური მესიჯი გაუგზავნა.

"ძალიან ბევრს ვიცინებ, როცა ალჯამაინ სტერლინგი დაგიჭერს და უკან, რუსეთში გაგგზავნის. ჩვენ უკვე გელოდებით! შენთვისვე აჯობებს, გამოჩნდე!" - დაწერა მერაბმა.

დვალიშვილი "ალჯოს" მეგობარი და სპარინგ პარტნიორია. სტერლინგმა განაცხადა, რომ თუ მერაბი სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტი გახდება, თვითონ წონას შეიცვლის და ზემო კატეგორიაში აინაცვლებს. ორივე მებრძოლი UFC-ის სუპერ-მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები