Thumbnail

ოფიციალურად: რუსეთმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევრო 2028 და 2032-ის მასპინძლობის კანდიდატები ცნობილია
  • უეფამ ინფორმაცია ოფიციალური განცხადებით დაადასტურა
  • ორივე ჩემპიონატის მასპინძელი 2023 წლის სექტემბერში გაირკვევა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

იმის ფონზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება, გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - რუსეთმა უეფაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა. როგორც ჩანს, რუსეთის საფეხბურთო კავშირში დიდად არ აწუხებთ ის ფაქტი, რომ მათი ქვეყანა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უკვე ერთი თვეა, ბომბავს.

უეფას ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევრო 2028-ის მასპინძლობის სამი კანდიდატი დარეგისტრირდა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია (ერთობლივი განაცხადი), თურქეთი და რუსეთი.

თურქეთისა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციები ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენზიას 2032 წლისთვისაც აცხადებენ. მათ გარდა, მესამე კანდიდატია იტალია.

ევრო 2028 - მასპინძლობის კანდიდატები

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, თურქეთი, რუსეთი.

ევრო 2032 - მასპინძლობის კანდიდატები

თურქეთი, რუსეთი, იტალია.

უეფა ევროპის ორივე ჩემპიონატისთვის მასპინძელს 2023 წლის სექტემბერში დაასახელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევრო 2028-ის დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩატარება პრაქტიკულად გარკვეულია, ხოლო ევრო 2032-ის მასპინძლობის ყველაზე დიდი შანსი იტალიას აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბები და რუსეთის ნაკრები, როგორც უეფამ, ისე ფიფამ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გაურკვეველი ვადით მოკვეთეს, რაც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები