Thumbnail

სპარინგი ტედი რინერთან და ქართველი ძიუდოისტების შეკრება ხორვატიაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ხორვატული შეკრება 11 ივნისს დაიწყო და 17 ივნისამდე გაგრძელდება
  • საწვრთნელ შეკრებაში ლეგენდარული ტედი რინერი მონაწილეობს

ხორვატიის ქალაქ პორეცში ევროპის ძიუდოს ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს ერთობლივი შეკრება, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

შეკრებაზე იმყოფება საქართველოს ქალთა ნაკრები, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები და ეროვნული გუნდის 4 წევრი: ლაშა ჩადუნელი, კობა მჭედლიშვილი, გიგა გიგაური და გიორგი პაპუნაშვილი.

საწვრთნელ შეკრებაში მონაწილეობს ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია რინერის სპარინგი საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრ გელა ზაალიშვილთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი და აღმასკომის 5 წევრისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელობს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და როდის ეყოლება ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი.

კომენტარები

ბოლო ამბები