Thumbnail
  • რეი ლონგომ ქართველებსა და ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა
  • გამოცდილი სპეციალისტი ილია თოფურიას ჩხუბით აღფრთოვანებულია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთმა მწვრნთნელმა (მეთ სერასთან ერთად) რეი ლონგომ Anik & Florian Podcast-თან ლონდონში 19 მარტს გამართული ბრძოლები შეაფასა და ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა.  

რეიმ პირველი კომენტარი ილია თოფურიას გამარჯვებაზე გააკეთა: "UFC-ის ლონდონში გამართულ საღამოზე ყველა მებრძოლმა ის გააკეთა, რასაც ველოდით. გამონაკლისი მხოლოდ ერთი იყო - ამ ბიჭმა თოფურიას ლამის მოუგო. სხვანაირად არ გამოდის, ცეცხლში უნდა გაიარო და ბრძოლაში დაბრუნდე. ილია ძალიან მაგარი ბიჭია, თუმცა ის უნდა ვთქვათ, რომ ქართველები სხვანაირად არიან აგებულნი. ჩემი აზრით, თოფურიას ასეთი დაბრუნება ნოკდაუნში აღმოჩენის შემდეგ ფენომენალური იყო. უბრალოდ კი არ მოუგია, არამედ მეტოქე დაანოკაუტა. მერაბი თეიქდაუნებზე წავიდოდა, მოწინააღმდეგის დაღლას შეეცდებოდა, ამ ბიჭმა კი ურთულესი დარტყმის მიღების შემდეგ ნოკაუტით მოიგო. მებრძოლისაგან ხალხი სწორედ ამას ელოდება. თანაც, ეს ილიამ მსუბუქ წონაში გააკეთა, სადაც, ვფიქრობ, რომ არ უნდა დარჩეს, რადგან მისი ჰაბიტუსი ამ წონისთვის შეუსაბამოა. ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, თოფურიას მოქმედებით აღფრთოვანებული დავრჩი."

'მერაბზე ისედაც ბევრი საუბრობს, მაგრამ აქ კიდევ ერთი მაგარი ქართველი ბიჭი გვყავს.'

გამოცდილმა მწვრთნელმა შემდე ზოგადად ქართველებზე ისაუბრა: "მერაბის ჩემპიონობის შემდეგ საქართველოს დროშით სვირინგს თუ გავიკეთებ? იცით, ტატუს მოყვარული ადამიანი არ ვარ, მაგრამ ქართველები ძალიან მიყვარს. დარბაზში 15 ქართველი ბიჭი გვყავს და მინდა გითხრათ, რომ ყველა ერთი მეორეზე უკეთესი ადამიანია. მერაბზე ისედაც ბევრი საუბრობს, მაგრამ აქ კიდევ ერთი ბავშვია, თორნიკე (ნაგლიაშვილი) "ტორნადო" და ეს ბიჭი უკონტროლოა. კვირას ადგილობრივი ტიტულისთვის ჩხუბობს, ის უნდა ნახოთ. თუმცა, ზოგადად, ქართველები საოცრად კარგი და თავმდაბალი ხალხია, ჯერ მერაბი გავიცანი, ახლა თორნიკე. ბრწყინვალე ადამიანები არიან და მგონია, რომ ძალიან ჰგვანან ნიუიორკელებს, სადაც მე გავიზარდე."

ილია თოფურიამ ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში გათიშა, მერაბ დვალიშვილი კი, სავარაუდოდ, ზაფხულში კორი სანდჰაგენს დაუპირისპირდება. მანამდე კი, 25 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი, 27 მარტს ჯონ ო'დის წინააღმდეგ MMA კარიერაში მესამე მატჩს ჩაატარებს. თორნიკემ წინა ორი ბრძოლა მოიგო. 

ვიდეოში კი შეგიძლიათ იხილოთ, რა რეაქციები აქვთ რეი ლონგოსა და მეთ სერას მერაბ დვალიშვილის ბრძოლებისას.

კომენტარები

ბოლო ამბები