Thumbnail

კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიოს ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მონპელიეში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე დაასრულა ასპარეზობა ქართულმა წყვილმა 18 წლის კარინა საფინასა და 19 წლის ლუკა ბერულავას შემადგენლობით. მათ საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავეს, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა ქართული ციგურაობის. 

თავისუფალ ციგურაობაში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ 124.38 ქულა მიიღეს, რაც მათ პერსონალურ რეკორდს 2 ქულაზე ოდნავ მეტით ჩამორჩება. თავისუფალში მათ კანადურმა დუეტმა გადაასწრო (ჯეიმსი, რაშფორდი), რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ჩვენ დუეტს ჩამორჩებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, უპრეცედენტო მომენტის მომსწრე ვიქნებოდით - საფინა და ბერულავა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდნენ, რადგან მე-2 ადგილზე მყოფი ამერიკული წყვილის გოგონა ეშლი კეინ-გრიბლი ყინულზე ძალიან ცუდად დაეცა და წყვილი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. 

საბოლოოდ, საფინამ და ბერულავამ 191.74 ქულით მე-4 ადგილი დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონები ამერიკელები ალექსა კნიერიმი და ბრენდონ ფრეზიერი გახდნენ 221.09 ქულით. ვერცხლის მედლები იაპონელებმა, რიკუ მიურამ და რიუიჩი კიჰარამ დაიმსახურეს 199.55. კანადელები ვანესა ჯეიმსი და ერიკ რედფორდი 197.32 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართულმა წყვილმა მე-5 ადგილზე გასულ გერმანულს (ჰასე, ზეეგერტი) 2 ქულაზე ოდნავ მეტით გაუსწრო. 

კომენტარები

ბოლო ამბები