- უკრაინელებს მიაჩნიათ, რომ სანქციები რუს ალპინისტებს ჰიმალაიშიც უნდა შეეხოს
- ევერესტის დალაშქვრაზე 9 რუს ალპინისტს მისცეს ნებართვა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
უკრაინამ პროტესტი გამოთქვა მას მერე, რაც ნეპალმა 9 რუს მთამსვლელს ევერესტზე ასვლის ნებართვა მისცა. უკრაინის მხარე ითხოვს, რომ, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, რუსებს ომის გაჩაღების გამო დისკვალივიკაცია ალპინიზმშიც შეეხოს.
ნეპალის ტურიზმის დეპარტამენთმა განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის 18 ექსპედიციაზე გასცა ნებართვა. BBC-ის ინფორმაციით, დელიში უკრაინის საელჩომ (ნეპალში არ არის) ნეპალის მთავრობას ნოტა გაუგზავნა, სადაც წერია, რომ, ისევე, როგორც სხვა სახეობებში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს აკრძალვა ალპინიზმშიც უნდა შეეხოს. ნეპალელები ფიქრობენ, რომ უკრაინელთა მოთხოვნა უსამართლოა და გაცემული ნებართვის გაუქმებას არ აპირებენ.
გასული წლის გაზაფხულზე 8-ათასიან მწვერვალებზე ასასვლელად სულ 408 ალპინისტზე გაიცა ნებართვა ნეპალის მთავრობიდან. აქეედან 49 რუსი იყო, 19 კი უკრაინელი. მათგან 14 რუსი და 6 უკრაინელი ევერესტზე ავიდა.
კომენტარები