Thumbnail

'უკრაინაში ხალხი იხოცება და ჩვენ რაზე ვკამათობთ?' - ალ-ხელაიფი სუპერლიგაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი სუპერლიგის იდეას აკრიტიკებს
  • კატარელი ფუნქციონერი ფლორენტინო პერესს მკაცრად ელაპარაკა 
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ევროპის სუპერლიგაზე აზრი გამოთქვა და უკრაინაში არსებული ვითარებაც ახსენა. ალ-ხელაიფიმ, რომლის კლუბიც ახლახან ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალში, მადრიდის რეალთან მარცხის შედეგად გამოეთიშა, BBC-ისთან საუბარში "სამეფო კლუბის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან შეხვედრა და მასთან სუპერლიგის თემაზე გამართული საუბარიც გაიხსენა.

"სუპერლიგის იდეის განხილვაზე ლაპარაკიც კი არ მინდა, რადგან საუბარია მხოლოდ სამ კლუბზე (იუვენტუსი, რეალი და ბარსელონა), რომლებმაც იციან, რომ შანსი არ აქვთ. უკრაინაში ადამიანები იხოცებიან, ხალხს არ აქვს ღამის გასათევი და ჩვენ ვკამათობთ სუპერლიგაზე? 

ევროპის სუპერლიგის კლუბების პრობლემა ისაა, რომ მათ არ აქვთ ფინანსური სტაბილურობა, მომავლის ხედვა, სამაგიეროდ, აგრძელებენ საუბარს იურიდიულ კონტრაქტებზე (სუპერლიგასთან). საბოლოო ჯამში, მათ ავიწყდებათ, რომ ფეხბურთი სახალხო შეთანხმებაა და არა იურიდიული შეთანხმება, ისინი კი აგრძელებენ თავიანთი ფურცლების ფრიალს.

ფლორენტინო პერესი მესაუბრა ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს და მითხრა: "უნდა მივიდეთ იმ მომენტამდე, როდესაც შენთან დალაპარაკებას შევძლებთ". მე ძალიან მკაცრი ვიყავი. ვუთხარი, რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ თუკი ის ჩემს ზურგს უკან რაიმეს გაკეთებას აპირებს, ჩემთვის ის უინტერესო იქნება"

ეჭგვარეშეა, ყველას გვინდა მხოლოდ სტატუსიანი მატჩების თამაში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვუთხრათ ვინმეს: "შენ პატარა კლუბი ხარ, ამიტომ დარჩი თამაშგარეში", - თქვა კატარელმა ფუნქციონერმა.

ნასერ ალ-ხელაიფისა და ფლორენტინო პერესს განსხვავებული ხედვები აქვთ

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის დამფუძნებელი 12 კლუბიდან პროექტს საბოლოოდ მხოლოდ რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი შემორჩნენ. პარი სენ-ჟერმენმა მაშინვე უარი თქვა ამ ავანტურაში მონაწილეობაზე, ალ-ხელაიფიმ კი ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) თავჯდომარის თანამდებობა დაიკავა, რომელიც მანამდე იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ დატოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები