Thumbnail

პედი პიმბლეტმა განაცხადა, რა შემთხვევაში ეჩხუბება ილია თოფურიას

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ინგლისელი მებრძოლი ისევ ილიას შესახებ საუბრობს
  • თუმცა, პედი თოფურიას გამოწვევას მაინც არ აპირებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

როგორც Daily Mail წერს, ინგლისელი მებრძოლი პედი პიმბლეტი ილია თოფურიასთან ჩხუბის წინააღმდეგი არაა, უბრალოდ UFC-სგან შეთავაზებას ელოდება.

მოგეხსენებათ, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში პედისა და ილიას შორის დაპირისპირება მოხდა, ჯეი ჰერბერტის დამარცხების შემდეგ კი თოფურიამ პიმბლეტი გამოიწვია, ინგლისელი აქამდე დუმდა.

"თუ UFC-ის მიერ გამოგზავნილ კონტრაქტში მისი სახელი და გვარი ეწერება, მაშინ დიახ, თოფურიას წინააღმდეგ ვიჩხუბებ. მე მთელი მონდომებით ვიღაცების სახელებს გამუდმებით არ ვიმეორებ, რადგან არ მჭირდება. თოფურიას კი ის შეუძლია აკეთოს, რაც მოესურვება," - თქვა პედიმ.

27 წლის ლივერპულელს კარიერაში 21 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 18 მოიგო, 3-ში კი დამარცხდა. UFC-ის მსუბუქ წონაში პედი პიმბლეტმა ორჯერ იჩხუბა და ორივეჯერ პირველ რაუნდში მოიგო - ჯერ 26 წლის ახალბედა ლუიჯი ვენდრამინის, შემდეგ 35 წლის კაზულა ვარგასს (ორივე მათგანს UFC-ში რეკორდი 1-3 აქვს). დაუმარცხებელი ილია თოფურია კი ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგის მე-15 პოზიციაზე იმყოფება. 

კომენტარები

ბოლო ამბები