Thumbnail
  • ქართველმა მებრძოლმა პიმბლეტს ტვიტერზე დასცინა
  • ინგლისელმა კი სპარინგზე რონი ო'სალივანი დაითანხმა

ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის სოციალურ ქსელებში დაპირისპირება გრძელდება, ამჯერად ინგლისელს სტატუსი ქართველმა მიუძღვნა. 

ილიამ, გუშინ, 31 მარტის ღამით ტვიტერში დაწერა: "პედი შე ცუდო, მე მამაშენი ვარ! ჰაჰაჰჰა"

შეგახსენებთ: 29 მარტს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პედი პიმბლეტმა განაცხადა, რომ მზადაა, ილია თოფურიას ეჩხუბოს, თუ კი ჩხუბს მას UFC შესთავაზებს. სხვა შემთხვევაში, ილიას გამოწვევას არ აპირებს. 

საპირისპიროდ, თოფურიამ პიმბლეტი ჯეი ჰერბერტის დამარცხების შემდეგ გამოიწვია და ლონდონში, ბრიტანელი პუბლიკის წინაშე ბ*ზი უწოდა, რასაც, ცხადია, დარბაზში სტვენა მოჰყვა. ლივერპულელი პიმბლეტი მას შემდეგ ამბობს, რომ ილიასთან ჩხუბი მისთვის საინტერესო არაა და ქართველი მასთან კონფრონტაციის საშუალებით პოპულარობის მოპოვებას ცდილობს. 

აი, პოპულარობის მოპოვების მხრივ კი პედის სტრატეგია ამართლებს. სანამ ილიასგან სასტუმროში მუშტს მიიღებდა, ინსტაგრამზე მის გამომწერთა რაოდენობა 158 000 იყო, ახლა კი 600 000-ს გაცდა. ინგლისელი კიდევ უფრო მეტ ფოლოუერს მოაგროვებს, რადგან სნუკერის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ რონი ო’სალივანთან სპარინგს გამართავს. 

ინგლისელმა სნუკერისტმა პედისთან გაჯიბრებაზე Daily Mail-თან თავად ისაუბრა: "მართლა ვაპირებ მასთან სპარინგს, როცა შემდეგ ჯერზე ლივერპულში ჩავალ. ოქტაგონში შესვლაც შემომთავაზა, რაზეც ასევე დავეთანხმე, კარგ ფორმაში ვარ. პიმბლეტს რამდენიმე კვირაა ვიცნობ, ის ძალიან საყვარელი ბიჭია და სუპერვარსკვლავი გახდება, ისეთი აურა აქვს, ყველა მის შესახებ საუბრობს. ზოგადად, არა მხოლოდ პედის, UFC-ის ფანი ვარ. აქ იმას უნდა ეჩხუბო, ვისაც შემოგთავაზებენ. კრივში კი ძალიან ბევრი პოლიტიკაა და მებრძოლები კონკრეტულ მოკრივეებთან თავის ასარიდებლად სხვებს ეჩხუბებიან ხოლმე."

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგის მე-15 ნომერი გახლავთ, MMA-ის მსუბუქი წონის მთლიან რეიტინგში კი 29-ე ადგილზეა, პედი პიმბლეტი კი საუკეთესო 50-ეულშიც არ შედის…

კომენტარები

ბოლო ამბები