Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 119:153 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • იანისის გარეშე მოთამაშე მოქმედმა ჩემპიონმა უშანსოდ წააგო
  • ქართველმა ფორვარდმა მოედანზე თითქმის 23 წუთი გაატარა

სანდრო მამუკელაშვილმა მილუოკი ბაქსის რიგებში NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ითამაშა. მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე ლოს ანჯელეს კლიპერსი მიიღო და დიდი სხვაობით დამარცხდა. 

22 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე  22:47 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულით, 4 მოხსნით (3 შეტევაში), 2-2 პასითა და დაფარებით დაეხმარა. "მამუმ" სამი სამქულიანი სროლიდან 1, ხოლო ამდენივე ორქულიანიდან 2 ჩააგდო. მისი 2 საჯარიმოდან ზუსტი კი 1 აღმოჩნდა. მის ანგარიშზე ასევე თითო ფოლი და დაკარგვა იყო.

ბაქსი-კლიპერსის დაპირისპირებაში მოედანზე საუკეთესო სტუმართა ფორვარდი რობერტ კოვინგტონი იყო, რომელმაც თამაში 43 ქულით დაასრულა. გამარჯვებულებს 32 ქულით დაეხმარა ამირ კოფი, აიზეია ჰარტენშტაინს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 14 ქულა, 10 მოხსნა. ბაქსში, რომლის რიგებში არ უთამაშია გუნდის მთავარ ვარსკვლავ იანის ანტეტოკუნმპოს, საუკეთესო 28 ქულით ჯორდან ნვორა იყო.

მილუოკი ბაქსს 48 მოგება და 29 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მაიამი ჰიტს (49-28) ჩამორჩება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრა 3 აპრილს, შინ დალას მავერიკსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები