Thumbnail

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მთავარი ინტრიგა დინამო ბათუმის რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი იყო - ჩემპიონმა თითქმის სავსე ტრიბუნების წინ თელავს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა. ბათუმელები 6 თამაშიდან 13 ქულით ლიდერობენ. თელავს 4 მატჩის შემდეგ 7 ქულა აქვს.  

დინამო ბათყმმა ვლადიმერ მამუჩაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო

გია გეგუჩაძემ ვარსკვლავური ახალწვეული სასტარტო 11-ეულში არ შეიყვანა. თამაში ვერ შეძლო მეკარე ლაზარე კუპატაძემ, მოულოდნელი იყო სასტარტოში ფალავანდიშვილის გამოჩენაც. 

33-ე წუთზე ანგარიში ვლადიმერ მამუჩაშვილმა ჯოვინოს მოპოვებული პენალტით გახსნა. ეს მამუჩაშვილის მე-3 გოლია ამ სეზონში. 

შესვენების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ვიხილეთ, რომემაც ფანცულაია შეცვალა. ხვიჩამ ბევრი იაქტიურა, მრავალჯერ სცადა დრიბლინგით გაცდემოდა მეტოქეებს, თუმცა ვერც თავად და ვერც გუნდელებმა ვერ შეძლეს გოლის გატანა. 

21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში 4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ მან რუბინთან კონტრაქტი გაწყვიტა და დინამო ბათუმთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოს ჩემპიონს ის ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება, შემდეგ კი დიდი ალბათობით, იტალიურ ნაპოლიში გადავა. 

მართალია, დინამო ბათუმი 13 ქულით ლიდერობს, თუმცა მე-2 ადგილზე მყოფ დილას 12 ქულა და მატჩით ნაკლები აქვს. დღეს გორელებმა ღუდუშაურის გოლით საბურთალო დაამარცხეს. მე-3 ადგილზე 9 ქულით დინამო თბილისია. კახა ცხადაძის გუნდმა ანტილევსკისა და კირკიტაძის გოლებით ლოკომოტივი 2:1 დაამარცხა. კვლავ დამარცხდა ტორპედო, შინ სამგურალთან - 0:2. 

დინამო ბათუმი 1:0 თელავი

გოლი: 1:0 მამუჩაშვილი (33-პენალტი) 

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ფალავანდიშვილი (46. გაფრინდაშვილი), ალთუნაშვილი (66. ზარია) - რადინი, ფლამარიონი (74. ლობჯანიძე), ჯიღაური (84. ჩაბრაძე) - ფანცულაია (46. კვარაცხელია). 

ტორპედო 0:2 სამგურალი

გოლები: 0:1 პატარკაციშვილი (14), 0:2 მაისაშვილი (36)

დილა 1:0 საბურთალო

გოლი: 1:0 ღუდაუშაური (80)

დინამო თბილისი 2:1 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ანტილევსკი (28), 1:1 ბუიღლიშვილი (42), 2:1 კირკიტაძე (64)

კომენტარები

ბოლო ამბები