Thumbnail

ბოლქვაძეები ფინალში გავიდნენ, ზოიძე ბრინჯაოსთვის იბრძვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 მედალი გაინაღდა
  • რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიგო და კიდევ 3 მედლის მოგების შანსი აქვს.

რამაზ ზოიძე (72 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, ქართველი სპორტსმენი უნგრელ მეტოქესთან მეოთხედფინალში 2:10 დამარცხდა და მხოლოდ მესამე ადგილისთვის იბრძვის.

შმაგი ბოლქვაძემ აზერბაიჯანელ ულვი განიზადეს ნახევარფინალში 4:1 აჯობა და ფინალში უნგრელ რობერტ ატილას შეხვდება, ხოლო გელა ბოლქვაძემ (82 კგ) გერმანელ პასკალ ეიზელს 3:1 სძლია და ფინალში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მედლების გათამაშების პირველ დღეს ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიგო, ნუგზარ წურწუმიამ ფინალი დათმო, ხოლო რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები