Thumbnail

'კომერციული კლუბი არ აირჩიო' - ვან გაალი ტენ ჰაგს იუნაიტედში წასვლას არ ურჩევს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლუის ვან გაალს არ სურს, რომ ტენ ჰაგი იუნაიტედში წავიდეს
  • 70 წლის სპეციალისტი თვლის, რომ იუნაიტედი ზედმეტად კომერციული კლუბია

ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალი თავის კოლეგას და მისი ყოფილი კლუბის მოქმედ მწვრთნელს - ერიკ ტენ ჰაგს ურჩევს, რომ მანჩესტერ იუნაიტედში სამუშაოდ არ წავიდეს.

"ერიკ ტენ ჰაგი ძალიან კარგი მწვრთნელია, ამას სულ ვამბობ. ასეთი მწვრთნელი კი ყველა დიდ კლუბს სურს, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედი მხოლოდ დიდი კლუბი არ არის, პირველ რიგში კომერციული კლუბია..." - ამბობს ვან გაალი.

"ერიკს ვურჩევდი, რომ კომერციული კლუბის ნაცვლად, ფეხბურთის კლუბი არიჩიოს." - დაამატა ამსტერდამელმა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს 2014-16 წლებში წვრთნიდა და კლუბთან ერთად ასოციაციის თასის მოგება შეძლო.

ლუის ვან გაალი, ინგლისურ გრანდს, მისი მანჩესტერული კარიერის ბოლო წლებში მუდამ აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კლუბი კომერციულ ინტერესებს სპორტულზე მაღლა აყენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები