Thumbnail
  • ქართველ მებრძოლს ანატოლი მალიხინმა სანაძლეო შესთავაზა და მერაბმა უარი არ თქვა
  • ვის მოუწევს 50 000 დოლარის გადახდა ცნობილი 1 კვირაში გახდება

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა One Championship-ის მძიმე წონის ჩემპიონ რუს ანატოლი მალიხინთან სანაძლეო დადო - თუ ალჯამაინ სტერლინგი პიოტრ იანს რემატჩს მოუგებს, რუსმა ქართველს 50 000 დოლარი უნდა გადაუხადოს. თუ ‘ალჯო’ დამარცხდა, ამავე თანხის მალიხინისთვის გადახდა მერაბს მოუწევს. 

ყველაფერი ინსტაგრამ გვერდი MMARussia-ს პოსტიდან დაიწყო, რომელშიც დვალიშვილის ციტატა იყო მოყვანილი: "ერთი სული მაქვს, ჩემი ძმა ალჯამაინ სტერლინგი როდის აჩვენებს მთელ მსოფლიოს თუ ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი!" პოსტი მალიხინმა გააზიარა და დააწერა:

"50 000 დოლარს ჩამოვიდეთ! ცხადია, თუ მზად ხარ და შენი მეგობრის მსგავსად არ მოიქცევი." მერაბი რუსი მებრძოლის შეთავაზებას დათანხმდა.

სტერლინგისა და იანის განმეორებითი ბრძოლა ზუსტად 1 კვირაში, 10 აპრილის გამთენიისას გაიმართება. თუ ‘ალჯო’ დამარცხდა და მერაბმა მომდევნო ჩხუბში გაიმარჯვა, დიდია შანსი, რომ მომდევნო სატიტულო მატჩში რუსს სწორედ ქართველი დაუპირისპირდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები