Thumbnail
  • ჟორჟმა ბელგიის ჩემპიონატში 2-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა
  • 'იმედი მაქვს, პლეი-ოფის ჩათვლით, გოლების გატანას ისევ შევძლებ'
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრებისა და სერენის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 27 იანვრის შემდეგ პირველი გოლი ოსტენდეს კარში გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარი RTBF-სთან გააკეთა. 

"ამ გოლმა ძალა შემმატა. შეხვედრაში გატანის პირველი შანსი ვერ გამოვიყენე, მეორე კი გოლად ვაქციე. ძალიან დიდი დრო თავის გამოჩენას ვერ ვახერხებდი და ძალიან გამიხარდა, მომავალ მატჩებში აუცილებლად დამეხმარება. ვარჯიშებზე გოლებს სულ ვიტან, მაგრამ თამაშების დროს ყველაფერი უფრო რთულადაა. ბოლო პერიოდში ბევრი შანსი არც მქონია, თუ მქონდა, მათ გამოყენება ჩემთვის პრობლემა იყო. ოსტენდესთან ეს მოვახერხე და იმედი მაქვს, პლეი-ოფის ჩათვლით, გოლების გატანას ისევ შევძლებ," - აღნიშნა 21 წლის თავდამსხმელმა. 

გიორგის ბელგიის უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით გუნდში საუკეთესოა. სერენის კი ჟუპილერ ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფის თამაში მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები