Thumbnail

718 მლნ $ - აუდიმ მაკლარენის შესაძენად შეთავაზებული თანხა გაზარდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ფოლკსვაგენმა მნიშვნელოვანი ახალი პროგრამა დაამტკიცა
  • ავტოკონცერნში სურთ, რომ ფორმულა 1-ში ორი გუნდით წარდგნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია აუდიმ ფორმულა 1-ის გუნდი მაკლარენის შესაძენად შეთავაზებული თანხა გაზარდა. წყაროს ცნობით, ახლად გაგზავნილ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებული 650 მილიონი ევრო (718 მილიონი დოლარი) გახლავთ. ამასთანავე, პირველი წინადადება, რომელმაც მაკლარენის ბოსები არ დააკმაყოფილა, 450 მილიონ ევროს შეადგენდა.

სხვადასხვა გამოცემაში ბოლო დროს გავრცელებული ამბის მიხედვით, ავტოკონცერნ ფოლკსვაგენში დაამტკიცეს პროგრამა, რომლის თანახმადაც ფორმულა 1-ში ორი ბრენდით უნდა წარდგნენ - აუდითა და პორშეთი. მოსალოდნელია, რომ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღება და გახმოვანდება უახლოეს დღეებში ჩანიშნული ფოლკსვაგენის დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ.

როგორც გერმანულ პრესაში იწერება, აუდი ფორმულა 1-ში საკუთარი გუნდით გამოსვლას გეგმავს, ხოლო პორშე, დიდი ალბათობით, რედ ბულისთვის ძრავების მიმწოდებელი და ტექნიკური პარტნიორი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები