Thumbnail

'ჩიმაევის ეს მეგობრობა შეცდომაა' - UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ჩეჩენზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • დანიელ კორმიემ ჩიმაევისა და ტილის ურთიერთობაზე ისაუბრა
  • ექს-ჩემპიონი მიიჩნევს, რომ ჩეჩენი საჯაროდ იშვიათად უნდა გამოჩნდეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა დანიელ კორმიემ განაცხადა, რომ ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევისა და ინგლისელი დარენ ტილის მეგობრობა შეცდომაა და მიაჩნია, რომ ხამზატისთვის სასარგებლო არ არის.

"ძალიან მომწონს დარენ ტილთან მეგობრობის ისტორია, თუმცა ვთვლი, რომ ეს შეცომაა. ვფიქრობ, ჩიმაევი საზოგადოებისთვის ამოუცნობ პერსიონაჟად უნდა დარჩეს. მან ხალხის წინაშე, რაც შეიძლება ცოტა დრო უნდა გაატაროს და ნაკლებად უნდა აჩვენოს, თუ ვინ არის სინამდვილეში, საიდუმლოებები უნდა დატოვოს. ხამზატის ადგილას საჯაროობის კარს, რაც შეიძლება მალე დავხურავდი, რადგან პერსონის გამოუცნობი ხასიათი მისდა სასარგებლოდ მოქმედებს. ის ძალიან საშიშია", - თქვა კორმიემ BJPenn-თან საუბარში. 

ხამზატ ჩიმაევი ოქტაგონზე ბოლოს UFC-ის 267-ე ღონისძიებაზე გავიდა და ლი ჯინლიანგი მტკივნეული ილეთით პირველ რაუნდში დაამარცხა. ამჟამად, ჩეჩენი 10 აპრილს, გილბერტ ბარნსთან საჩხუბრად ემზადება და კემპს აშშ-ში გადის. სწორედ ბრაზილიელთან ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე სთხოვა დარენ ტილმა ხამზატს, მასთან ერთად ვარჯიში, რასაც ჩიმაევი დათანხმდა.

ტილთან და ჩიმაევთან ერთად ამერიკულ ბანაკში მონაწილეობა გურამ ქუთათლაძემ მიიღო, რომელიც ჩეჩენის ახლო მეგობარია და უახლოეს პერიოდში UFC-ის ახალი ბრძოლის ჩანიშვნას ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები