Thumbnail
  • 📅 5 აპრილი | 🏟 ეტიჰადი | ⌚ 23:00 | ⚽ მანჩესტერ სიტი V ატლეტიკო
  • ლიგის 1/4 ფინალში ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონთა დუელი გველის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დიეგო სიმეონეს ატლეტიკომ ერთი მანჩესტერული კლუბი უკვე ჩამოიშორა გზიდან და ახლა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბრძოლა მეორესთან მოუწევს. თუკი პირველ წყვილში ექსპერტები შანსებს თანაბრად განიხილავდნენ, ახლა პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ფავორიტია, თუმცა ყველამ იცის, რომ არგენტინელის გუნდი იოლად არაფრის დამთმობია. 

გვარდიოლასა და სიმეონეს დაპირისპირება, ამ წყვილის მთავარი ინტრიგაა. ორი ტოპმწვრთნელი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ სამჯერ შეხვედრია (პეპს 2 მოგება აქვს, "ჩოლოს" - 1). ორი განსხვავებული სტილის მწვრთნელის დუელი ბევრ საინტერესოს გვპირდება. 

მიუხედავად აშკარა სხვაობებისა, სიტის ესპანელ ნახევარმცველ როდრის (რომელსაც ორივეს ხელმძღვანელობით უთამაშია) მიაჩნია, რომ მათ ბევრი რამ აერთიანებს: "ის, თუ როგორ იბრძვიან, როგორ შრომობენ ყოველდღიურად, როგორ სურთ წინსვლა და პროგრესი - როგორც მეომრები, ისინი საკმაოდ ერთნაირები არიან". 

სიტი შესანიშნავ ფორმაშია, პრემიერლიგას ლიდერობს და ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც გასულია (7 მატჩია, რაც არ წაუგია). თუკი ვინმეს მისი შეჩერება შეუძლია ატლეტიკოა, რომელსაც ზედიზედ 6 გამარჯვება აქვს (ბოლო 8 მატჩში 7 მოგება, 1 ფრე). 

5 აპრილს კიდევ ერთი დაპირისპირებაა - ლისაბონში ბენფიკა ლივერპულს მასპინძლობს. ამ დუელში ინგლისური გრანდი აშკარა ფავორიტია.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ თამაშობს.

⚽ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შინ სიტი 7 მატჩია (6 მოგება, 1 ფრე), რაც დაუმარცხებელია. 

⚽ სიტიმ "ეტიჰადზე" ბოლო 13 ოფიციალური მატჩიდან 11 მოიგო.

⚽ მანჩესტერ სიტი და ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს პირველად ხვდებიან. სიტიმ ესპანურ კლუბებს ბოლო 3 დაპირისპირება მოუგო.

⚽ ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხი საგარეო მატჩიდან 3 მოიგო (1 მარცხი).

⚽ ატლეტიკოს აქვს შანსი გახდეს პირველი გუნდი იუვენტუსის შემდეგ, რომელიც ევროთასების ერთ სეზონში ორივე მანჩესტერულ გუნდს გამოაგდებს. ტურინელებმა ეს 1976/77 წლების უეფას თასზე გააკეთეს, შემდეგ კი ტიტულიც მოიგეს. 

⚽ კევინ დე ბრუინმა ბოლო 4 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა, სამაგიეროდ ჟოაო ფელიქსს 5 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. 

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - კანსელო, ლაპორტი, სტოუნსი, ზინჩენკო - ბერნარდო სილვა, როდრი, დე ბრუინი - მაჰრეზი, ფოდენი, სტერლინგი
ტრავმა: რუბენ დიაში, პალმერი
დისკვალიფიკაცია: უოკერი 

ატლეტიკო (5-3-2): ობლაკი - მ. ლორენტე, სავიჩი, ფელიპე, მანდავა, ლოდი - კოკე, კონდოგბია, ლემარი - გრიზმანი, ჟოაო ფელიქსი 
ტრავმა: ხიმენესი, ერერა
დისკვალიფიკაცია: კარასკო

კომენტარები

ბოლო ამბები