Thumbnail

'ბენზემას დამატებას ვეცდებით' - არველაძის ხუმრობა ინგლისურ მედიასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოთა არველაძის ჰალი საკუთარ მოედანზე ისევ დამარცხდა
  • არველაძემ შემტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მედიასთან იხუმრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

შოთა არველაძის ჰალი ინგლისის ჩემპიონშიფში საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა. ქართველი მწვრთნელის გუნდმა ამჯერად ჰადერსფილდთან წააგო და 41 ქულით მე-20 ადგილზეა.

ჰადერსფილდთან მატჩის შემდეგ, შოთამ ინგლისურ მედიასთან რამდენიმე თემაზე ისაუბრა და ქარიმ ბენზემას ტრანსფერზე იხუმრა.

Hullydailymail.co.uk წერს, რომ არველაძემ ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე საუბრისას იხუმრა, რომ ზაფხულში მისი მთავარი სატრანსფერო მიზანი ქარიმ ბენზემას დამატება იქნება, თუმცა კიდევ იხუმრა და აღნიშნა, რომ ეს ადვილი საქმე არაა.

'ხალხი თამაშზე მოდის და გოლს ვერ ვიტანთ. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მწვრთნელი იტყვის, რომ მას სჭირდება ფორვარდი, რომელიც გოლებს იტანს. ჩვენ ვეძებთ ასეთ ფეხბურთელს, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება გვჭირდება სწორად. უნდა შევარჩიოთ კარგი ფეხბურთელი, კარგი ფასი და კარგი მომენტი ტრანსფერისთვის', - აღნიშნა ქართველმა მწვრთნელმა მედიასთან საუბრისას.

ჰალი ინგლისის ჩემპიონშიფში მომდევნო მატჩს მიდლსბროსთან ჩაატარებს, ხოლო საკუთარ მოედანზე წაგებათა სერიის შეწყვეტას კარდიფთან ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები