Thumbnail
  • სატიტულო ბრძოლის წინ პიოტრ იანმა ინტერვიუს რუსულ გამოცემას მისცა
  • ექს-ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილისა და ანატოლი მალიხინის სანაძლეოზეც ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კვირას, 10 აპრილის გამთენიისას UFC-ის ღონისძიებაზე ბრძოლა სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის გაიმართება - მოქმედი ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება. იანმა მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით championat.com-ს ინტერვიუ მისცა და კომენტარი ‘ალჯოს’ მეგობარ მერაბ დვალიშვილზეც გააკეთა. 

მოგეხსენებათ, იანისა და სტერლინგის რევანშის წინ მერაბმა რუს ანატოლი მალიხინთან სანაძლეო დადო. თუ პიოტრი მოიგებს, დვალიშვილი მალიხინს 50 000 დოლარს გადაუხდის, ამერიკელის გამარჯვების შემთხვევაში ამავე თანხას ქართველი მალიხინისგან მიიღებს. 

“როგორი რეაქცია მქონდა დვალიშვილისა და მალიხინის სანაძლეოზე? ეს ტრილიშვილი, დროვალიშვილი… ის ისეთივეა, როგორიც სტერლინგი. დღეს ერთს იტყვის, ხვალ მეორეს. ასეთ ადამიანებთან რამეზე მოლაპარაკება როგორ შეიძლება?!’ - თქვა რუსმა. 

იანი სტერლინგთან პირველ ბრძოლაში დისკვალიფიკაციით დამარცხდა, წაქცეულ მოწინააღმდეგეს თავში მუხლი ჩაარტყა. თავიდან ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი მერაბსა და ‘ალჯოს’ თავისი ფანების არმია მიუქსია. მერაბ დვალიშვილი, სავარაუდოდ, კორი სანდჰაგენს დაუპირისპირდება, რომლის დამარცხების შემთხვევაში ტიტულზე ბრძოლის პრეტენდენტი გახდება. თუ სტერლინგმა იანთან წააგო, დიდი შანსია იმისა, რომ რუსს მომავალ სატიტულო ბრძოლაში ქართველი მებრძოლი დაუპირისპირდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები