Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მცველი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს
  • 30 წლის ფეხბურთელი ეროვნული ლიგაში გაგრას გააძლიერებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ხარკოვის მეტალისტი 1925-ის მცველი საბა კვერკველია კარიერას საქართველოს ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს - 30 წლის ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალური კარიერის განმავლობაში სამშობლოში აქამდე არასდროს უთამაშია, გაგრას ღირსებას დაიცავს. ასეთ მინიშნებას ეროვნული ლიგის კლუბი სოციალურ ქსელში აკეთებს.

საბას კარიერის დიდი ნაწილი რუსეთს უკავშირდება, სადაც 2011-2021 წლებში ყაზანის რუბინში, ნეფტეხიმიკში, მოსკოვის ლოკომოტივსა და ვოლგოგრადის როტორში გამოდიოდა. შარშან ოქტომბერში საბამ რუსეთი დატოვა და უკრაინაში გადაბარგდა, სადაც მეტალისტთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

30 წლის მცველს ხარკოვის დატოვება ნაადრევად მოუხდა

საბამ ხარკოველთა მაისურით უკრაინის პრემიერლიგის 6 მატჩში ითამაშა (ერთი უკრაინის თასზე), უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის გაჩაღების შემდეგ კი ამ ქვეყნის დატოვება მოუხდა. შეგახსენებთ, რომ ფიფას ახალი წესის თანახმად, უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს სხვა ქვეყნის კლუბებში გადასლის უფლება მიეცათ. 

გაგა კირკიტაძის გუნდს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში 2 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი აქვს და 7 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს გაგრა 14 აპრილს, სტუმრად სამგურალთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები