Thumbnail

ილჯამაინ სტერლინგისა და პიოტრ იანის ბრძოლამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, ვითარება კი უფრო მეტად იძაბება. რუსმა გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 'ალჯოს' გუნდიდან ვინმეს თუ შევხვდებით, იქვე ვცემთ, ბრძოლას არ დაველოდებითო. 

მოგეხსენებათ, სტერლინგის სპარინგ პარტნიორი და ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი მერაბ დვალიშვილი გახლავთ, რომელსაც იანმა შეურაცხყოფაც მიაყენა. ბოლო პერიოდში პიოტრი ზედმეტად თავხედურად იქცევა, ბევრ წითელ ხაზს გადააბიჯა და არაა გამორიცხული, პედი პიმბლეტის ბედი გაიზიაროს. 

რუსის კომენტარს ‘ალჯოს’ გუნდის ცემაზე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ უპასუხა და პიოტრ იანიც მონიშნა. 

"სტერლინგის გუნდში არის ერთი ადამიანი, ვისაც მე ძმად მივიჩნევ. შესაბამისად, ეს ჩემი გუნდიც გამოდის. იმედი მაქვს, ჭკვიანად მოიქცევი. არ მინდა თავი წაგაცალო. მადლობა."


UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანსა და ალჯამაინ სტერლინგს შორის ბრძოლა 10 აპრილს, თბილისის დროით, დაახლოებით, 06:30 საათზე გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები