Thumbnail

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის პრეტენდენტი პიოტრ იანი ალჯამაინ სტერლინგთან ბრძოლის წინა პრესკონფერენციაზე ზედმეტად აგრესიული იყო და ამერიკელის გუნდს დაემუქრა, რაზეც 'ალჯოს' სპარინგ-პარტნიორმა მერაბ დვალიშვილმა უპასუხა.

იანმა განაცხადა, რომ თუ სტერლინგის გუნდის წევრებს სასტუმროში შეხვდებიან, ადგილზე გაუსწორდებიან და ბრძოლას არ დაელოდებიან.

"ჩვენზე დამუქრებით იანმა დიდი შეცდომა დაუშვა. ჯერ 'ალჯო' სცემს, დაანგრევს და ამის მერე, თუ გადარჩა, შემდეგ ჩვენ (სტერლინგის გუნდი) ვცემთ. ჯერ ბრძოლის საშუალებას მივცემთ, პიოტრსა და მის გუნდს კი ჩხუბის მერე მივხედავთ, ეს ჩვენთვის პრობლემა არაა. არა და სანამ მაგას იტყოდა, ცოტა ხნით ადრე სასტუმროში დავინახე და მისკენ სპეციალურად არ წავედი, რადგან მებრძოლია და ჩემი მხრივ, პატივს ვცემ. თუმცა, როგორც ვთქვი დიდი შეცდომა დაუშვა და პასუხს ჩხუბის მერე გავცემთ."

ალჯამაინ სტერლინგსა და პიოტრ იანს შორის მატჩ-რევანში კვირას, 10 აპრილს, თბილისის დროით, დაახლოებით, 06:30 საათზე გაიმართება. მოგებული წონის ჩემპიონის ქამარს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები