Thumbnail
  • ევროპალიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა
  • სამი მატჩი ფრედ დასრულდა, გამარჯვება მხოლოდ ბრაგამ მოახერხა

ევროპალიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე საინტერესო მატჩები შედგა. ვესტ ჰემმა ლონდონში ლიონს უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის დამატებით დროში მუსა დემბელე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როცა ის კრესველმა წააქცია. გერმანელმა ფელიქს ბრიხმა ინგლისელი მცველი გააძევა.

მიუხედავად 10 კაცით დარჩენისა, ვესტ ჰემი მეორე ტაიმში ბოუენის გოლით დაწინაურდა. ლიონმა ნდომბელეს გოლით გაათანაბრა. ბოშის ფეხბურთელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა მეტი ვეღარ მოახერხეს და ყველაფერი საფრანგეთში გადაწყდება.

ვესტ ჰემი 1:1 ლიონი

გოლები: 1:0 ბოუენი (52), 1:1 ნდომბელე (66)

ფრანქფურტის აინტრახტმა ბარსელონასთან ფრედ 1:1 ითამაშა. გერმანელები კნაუფის ლამაზი გოლით დაწინაურდნენ, ბარსელონამ კი ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ფერან ტორესის გოლით გაათანაბრა. ლაიპციგისა და ატალანტას მატჩიც ფრედ დასრულდა - 1:1. პორტუგალიურმა ბრაგამ კი რეინჯერსს აბელ რუისის გოლით სძლია. ოთხივე მატჩში ინტრიგა შენარჩუნებულია და ყველაფერი ერთ კვირაში გადაწყდება. 

აინტრახტი 1:1 ბარსელონა

გოლები: 1:0 კნაუფი (48), 1:1 ტორესი (66)

ბრაგა 1:0 რეინჯერსი

გოლი: 1:0 რუისი (40)

ლაიპციგი 1:1 ატალანტა

გოლები: 0:1 მურიელი (17), 1:1 ძაპაკოსტა (ა.გ 58)

კომენტარები

ბოლო ამბები