Thumbnail
  • ყველაზე პოპულარულ MMA ორგანიზაციას ცნობილი ამერიკული კომპანია ყიდულობს
  • UFC-ს 50,1%-ს Endeavor Group Holding ფლობს, უცნობია დანა უაითის წილის მოცულობა

როგორც CBNC იტყობინება, UFC და Disney გარიგების პირობებზე უკვე შეთანხმდნენ და ამერიკული მედია კონგლომერატი MMA ორგანიზაციას, დაახლოებით, 4,3 მილიარდ დოლარად შეიძენს. 

როგორც წყარო წერს, Disney, რომელიც ESPN-ის უდიდეს წილს ფლობს, სპორტული ლიგის შესყიდვას დიდი ხნის მანძილზე განხილავდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ESPN-მა UFC-ის სატელევიზიო უფლებები 5 წლის ვადით 1,5 მილიარდ დოლარად იყიდა. მაშინ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ UFC-ის ღირებულებამ 7 მილიარდ დოლარს მიაღწია. 

ESPN+ Disney-მ ახალი კონტრაქტიც გააფორმეს, რომელიც კონკრეტული ბრძოლების გაშუქებას შეეხებოდა და ხელშეკრულებას ვადა 2025 წელს გადის. აღსანიშნავია, რომ თუ ESPN UFC-სთან დადებულ კონტრაქტს განაახლებს, Disney-ს 4,3 მილიარდ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს. 

ამჟამად, UFC-ის 50,1%-ს Endeavor Group Holding ფლობს. წილების დანარჩენი ნაწილი რამდენიმე კომპანიაზეა განაწილებული: Silver Lake Partners, Kohlberg Kravis Roberts, and MSD Capital via Zuffa, LLC. უცნობია, თუ ორგანიზაციის რა ნაწილის მფლობელია დამაარსებელი პრეზიდენტი დანა უაითი. 

კომენტარები

ბოლო ამბები