Thumbnail
  • 10 აპრილს, ალჯამაინ სტერლინგი და პიოტრ იანი ქამრისთვის იჩხუბებენ
  • ამერიკელი და რუსი ერთმანეთს არენის ფოიეში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
  • მერაბ დვალიშვილსა და ალჯამაინ სტერლინგს დაცვა აკავებდა 

ჯექსონვილში (აშშ, ფლორიდას), ტურნირში UFC 273 დაგეგმილი ბრძოლის წინ ალჯამაინ სტერლინგისა და პიოტრ იანის გუნდები ერთმანეთს რინგის მიღმა შეხვდნენ. ამერიკელი მებრძოლის ბანაკში იმყოფებოდა მერაბ დვალიშვილიც.

ტურნირის წინ ალჯმაინ სტერლინგსა და პიოტრ იანს შორის ტრადიციული "მზერით ბრძოლის" ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მეტოქეები, თავ-თავიანთი გუნდებით, ერთმანეთს არენის ფოიეში შეხვდნენ და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რისი ამსახველი ვიდეოც გავრცელდა. კადრებში სტერლინგის ქართველი მეგობარი მერაბ დვალიშვილიც ჩანს. 

"Эй, Женщина! ("ეი, ქალო!"), - მიაძახა ალჯამაინმა მეტოქეს რუსულად. - შევხვდებით ხვალ".
 
"მიდი, რა!", - პასუხობს რუსი ირონიულად.

დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება დაცვის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

ალჯამაინ სტერლინგი და პიოტრ იანი ერთმანეთს დიდი ხანია ემუქრებიან

ამერიკელ და რუს მებრძოლებს შორის მატჩ-რევანში "VyStar Veterans Memorial Arena"-ზე 10 აპრილს, თბილისის დროით, დაახლოებით, 06:30 საათზე გაიმართება. მოგებული წონის ჩემპიონის ქამარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა პიოტრ იანმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი ბენჯამეინ სტერლინგთან 2021 წლის მარტში, აკრძალული ილეთის გამოყენების გამო დათმო და ახლა რევანში სურს. იანს MMA-ში 18 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 16-ში გაიმარჯვა. სტერლინგის ანგარიშზე MMA-ში 23 ორთაბრძოლიდან 20 მოგებაა.  

კომენტარები

ბოლო ამბები